დაკავშირებული – თავი 15. ბედნიერება
// qc

დაკავშირებული - თავი 15. ბედნიერება

Array
(
[text] =>

დემიენს გავხედე თუ არა მომენტალურად ისევ რაილისკენ შემოვტრიალდი, მივუახლოვდი და ჯერ რაილი შემდეგ კი სკოტი გადავკოცნე. უკან აღარ გამიხედავს და მომღიმარე რაილის თვალებით ვანიშნე, რომ შენობის შიგნით შევსულიყავით. როგორც კი დემიენი თვალს მიეფარა რაილიმ 100 კითხვა მომაყარა, მე კი თითოეულ მათგანს შემდეგი პასუხი გავეცი : „ლექციის მერე მოგიყვები” .

აუდიტორიაში შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, იქვე ელიზაბეტს მოვკარი თვალი, რომელმაც ხელი დამიქნია მე კი ღიმილით ვუპასუხე. მალე ჩვენი ლექტორიც, ამანდა უილიამსი, შემოვიდა და მისმა მკაცრმა გამომეტყველებამ მომენტალურად გააჩუმა მთელი აუდიტორია. მიუხედავად მისი სიმკაცრისა, ამანდა უილიამსი მაინც ჩემი საყვარელი ლექტორი იყო. ყოველთვის ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მის მიერ წარმოთქმული ცოტა სიტყვა თუ წინადადება ბევრად უფრო ღირებული და საინტერესო იყო ვიდრე სხვა დანარჩენი ლექტორებისა.

ამანდამ დაგვირიგა ტესტები და მეც მოვიმარჯვე პასტა და ფურცელი.

დემიენის მოულოდნელმა გამოჩენამ კიდევ უფრო დამავიწყა გზაში წაკითხული ის 1 ფურცელიც. ეხლაც კი, იმის მაგივრად რომ წერა დამეწყო, ფანჯარაში ვიყურებოდი და დავინახე, რომ დემიენი გაუჩინარებულიყო.

ლექტორმა მომმართა და მომიწოდა ყურადღება ჩემს ნაწერზე გადამეტანა. ცხადია, მეც ასე მოვიქეცი და ვცდილობდი რამენაირად თავი მომეყარა ჩემი ცოდნისთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც ისე ცუდად დავწერე ტესტი. იმის მიუხედავად, რომ თითქმის არაფერი გამიმეორებია, ადრე წაკითხული ინფორმაცია მაშინვე ტვინში ამომიტივტივდა და მეც შემართებით ვწერდი თითოეული კითხვის პასუხს. რაილი გაფაციცებით უყურებდა ჩემს ფურცელს და იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ვარიანტი გვქონდა, ცდილობდა რაღაც აზრი მაინც გამოეტანა ჩემი ნაწერიდან, რომ შემდეგ თვითონაც დაეწერა.

დრო ძალიან მალე გავიდა და ლექციაც დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი ნაწერები ჩავაბარეთ ლექტორს და ეზოში გამოვედით. რაილიმ, ცხადია, დრო არ დაკარგა და მაშინვე მომაყოლა ყველაფერი ის, რაც გამოტოვა. სკოტი კალათბურთის თამაშზე წავიდა, რის შემდეგაც მეც გამოვტყუე რაილის სიახლეები. რალი უბედნიერესი იყო და მეც ზუსტად იგივენაირად მიხაროდა მისი ბედნიერება. როგორც ჩანს რაილი და სკოტი უკვე ოფიციალურად ერთად იყვნენ, იყო პირველი კოცნაც და სიტყვა „მიყვარხარ” საკმაოდ მარტივად წარმოითქვა მათ შორის.

უნივერსიტეტის მერე სახლში წამოვედი, თან გზაში ჩარლის დავურეკე, რომელიც ასე მოუთმენლად ელოდა ჩემს პასუხს სამსახურთან დაკავშირებით. პასუხი უკვე გამზადებული მქონდა და ვიცოდი უარს რა ფორმითაც ვეტყოდი, მაგრამ ჩარლის მხიარულმა ხმამ, რომელიც შემართებით მარწმუნებდა, რომ აუცილებლად კმაყოფილი ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილების მიღებით, პასუხი შემაცვლევინა და მეც ჩემდა უნებურად ჩარლის შემოთავაზებას დავთანხმდი.

არვიცოდი ამაზე რა რეაქცია ექნებოდა დემიენს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას, რომელიც მე მეკუთვნოდა, არავის გამო  არ შევცვლიდი, მანამ, სანამ ეს ყველაფერი სწორად მიმაჩნდა.

სახლიდან მე და სოფი საყიდლებზე გამოვედით, ცოტა ვისეირნეთ და მიხაროდა, რომ დედას ბედნიერს და დასვენებულს ვხედავდი. მერე სკოტის დედას, მერედითს ვესტუმრეთ, რომელიც უგემრიელესი ბლინებით გაგვიმასპინძლა. არ გამიკვირდა, როცა სკოტი სახლში არ დამხვდა, როგორც გავიგე რაილისთან ერთად მიდიოდა კინოში. რომ ვამბობდი ეგოისტურად მეშინია მარტო არ დავრჩეთქო, რეალურად ეს მართლაც ასე მოხდა. რაილი და სკოტი უკვე ძალიან ხშირად ატარებდნენ დროს ერთად, ოღონდ მარტო, ჩემ გარეშე.  მეგონა უფრო დამწყდებოდა გული ამ ყველაფერზე, მაგრამ სინამდვილეში იმაზე მეტად მიხაროდა მათი ამბავი ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემი საუკეთესო მეგობრების ბედნიერება, ცხადია, ჩემი ბედნიერებაც იყო.

სახლში დაბრუნებისთანავე დრო არ დავკარგე და გამზადება დავიწყე, სოფის კი მაშინვე გაუჩნდა კითხვები თუ ვინ იმსახურებდა ჩემს ყურადღებას, რის გამოც ასე სულმოუთქმელად ვემზადებოდი. სოფისთვის არაფერი მითქვამს დემიენის შესახებ და უბრალოდ ვუთხარი, რომ ფილმის სეანსის დასრულების შემდეგ რაილისა და სკოტს უნდა შევხვედროდი.

მუქი შინდისფერი კაბა ჩავიცვი, ყელზე როგორც ყოველთვის ჩემი ფირუზისფერი ყელსაბამი გავიკეთე, თმები ოდნავ გავისწორე და მაკიაჟიც გავიკეთე. საბოლოო ჯამში, ჩემი თავი მომწონდა.

ჩემს ოთახში საწოლზე ვიჯექი, თან ტელეფონს ხელში ვათამაშებდი და დემიენის ზარს ველოდებოდი. დემიენმაც არ დააყოვნა და მითხრა რომ 5 წუთში ჩემს სახლთან იქნებოდა. სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, უაზროდ მეღიმებოდა და მიხაროდა, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მიდიოდა ისე, როგორც მინდოდა, უკეთესად თუ არა…

შავ მანქანას მივუახლოვდი, კარები გამოვაღე და მომღიმარე დემიენს მივესალმე. ეხლა უკვე აღარ დამჭირდა დემიენისგან იმის შეხსენება, რომ უნდა გადამეკოცნა. ვგრძნობდი, რომ მის მიმართ აღარ ვიყავი ისეთივე მორიდებული, როგორც ადრე. ამას, ცხადია დემიენიც ხვდებოდა და ნამდვილად სასიამოვნო იყო ყოველგვარი უხერხულობის გაქრობა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე დემიენმა მითხრა,რომ ულამაზესად გამოვიყურებოდი მე კი მაშინვე ვკითხე თუ სად მივდიოდით, რაზეც დემიენს გაეცინა და მითხრა, რომ სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივიდოდით არაფერს არ მეტყოდა.

მალე დიდ და ძალიან მაღალ შენობას მივუახლოვდით, რომელიც როგორც მივხვდი სასტუმრო იყო. დემიენს კიდევ ვკითხე თუ აქ რას ვაკეთებდით, მან კი კვლავ უპასუხოდ დამტოვა. მანქანა გააჩერა და მაღალი შენობის შესასვლელისკენ გამიძღვა. კარებთან მდგარმა ორმა დაცვამ დემიენის დანახვისთანავე ეს ორი სიტყვა წარმოთქვა „მისტერ ლუკას” და კარები გაგვიღო. დემიენს დაბნეული მივყვებოდი უკან, რომელიც დიდი ლიფტისკენ დაიძრა და გამიკვირდა როდესაც  35-ე სართულზე ამოვყავით თავი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, ბოლო სართულზე ულამაზესი რესტორანი იყო, იქვე ცოცხალი ბენდიც უკრავდა, მიმტანებს კი აქეთ იქით უგემრიელესი საჭმელები დაჰქონდათ. დემიენმა მიმითითა კუთხეში მდგარ ლამაზ ორ კაციან მაგიდაზე, რომელსაც შუაში ულამაზესი ვარდის თაიგული ამშვენებდა. ერთმანეთის პირისპირ დავსხედით მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი ულამაზეს გარემოს. მალე სხვადასხვა კერძით გაივსო ჩვენი მაგიდა, მე კი ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან, მეგონა სხვა სამყაროში ამოვყავი თავი, რომელიც სინამდვილეში ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო.

– რას დალევ? – დემიენმა შემომხედა და მკითხა.

– არ ვიცი.. რასაც შენ იმას.

– კარგი, მაშინ შამპანიურზე რას იტყვი?

– მშვენიერია. – გამეღიმა.

– მინდა, რომ ყველაფერი გასინჯო.

– დიდად გარისკვა არ მიყვარს, მაგრამ დღეს დავუშვებ გამონაკლისს.

– ანუ დღეიდან გარისკვაც შეგიყვარდება. – დემიენმა შამპანიური მოსვა.

–  როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? – მკითხა თან ხელზე საათს დახედა იმედია, რომ არ ეჩქარებოდა.

– ნორმალურად, კმაყოფილი ვარ, რადგან გამოვძვერი სიტუაციიდან.

– კარგია.. იმედია დღის დასასრულით უფრო კმაყოფილი იქნები. – ალმაცერად გამიღიმა და მუცელში ისევ პეპლებმა გაითამაშეს.

– იმედია.

– ხომ გახსოვს ქერ, ეს სიტყვა ჩემთან მიმართებაში ყოველთვის კის ნიშნავს.

– მახსოვს. – გამეღიმა და გემრიელი სტეიკის ჭამა განვაგრძე.

– დღეს ორი თვე გავიდა. – თვალებში მიყურებდა და ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

– ორი თვე?

– ხო, ჩვენი შეხვედრიდან. – გულზე მომხვდა მისი ეს სიტყვები, ვერ მივხვდი საითკენ მიყავდა საუბარი.

– მართალი ხარ, დღეს 29 აპრილია – სხვა პასუხი ვერ მოვიფიქრე.

– მომიყევი რამე. – კითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი.

– რატომ მე?

– უკაცრავად? – გაკვირვება დაეტყო სახეზე.

– რატომ გადაწყვიტე მაინც და მაინც ჩემთან მეგობრობა? – ვუთხარი და ჩაეცინა, უაზრობად მიაჩნდა ჩემი კითხვა, მე კი ველოდებოდი მის აღიარებას, რომ უბრალოდ მეგობრობა არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

– შენი ორი მეგობრისთვის გიკითხავს თუ რატომ აგირჩიეს ? – ისევ გაეღიმა და შამპანიური ჩამოასხა.

– არა, მაგრამ ისინი….

– არანაირი მაგრამ, მომწონს ქეროლაინ შენთან ურთიერთობა და თუ შენ ამის წინააღმდეგი ხარ და სხვა რამის თქმას ცდილობ მითხარი. – ცოტა დასერიოზულდა.

– არა, მეც მომწონს. – ისევ თვალებში შევხედე.

– ძალიან კარგი.

– და ან ძმა გყავს? – დავინტერესდი.

– არა, შენ ?

– არც მე, და ყოველთვის მინდოდა მყოლოდა..

– მე არასდროს.

– მართლა? – გამიკვირდა.

– ხო არასდროს, ყოველთვის მომწონდა მარტო მე რომ ვიყავი ყურადღების ცენტრში. – გაეცინა.

– ეგეც მართალია .

– ანუ  მშობლებთან ერთად ცხოვრობ ?

– მარტო ვცხოვრობ, მშობლები გაშორებულები არიან.

– ჩემებიც.

– როგორც ჩანს იმაზე მეტი საერთო გვქონია ვიდრე ვიფიქრებდით.

– ჰო…

– ამმ, რაღაც მინდოდა მეთქვა.. – პირველად ვნახე დაბნეული დემიენი.

– გისმენ.

– მოკლედ, ერთ კვირაში რაღაც ადგილას მინდა წამომყვე.

– რა ადგილას? – ისევ გამოცანებით მელაპარაკებოდა.

– რაღაც ფართიზე… და მინდა, რომ შენ წამოხვიდე ჩემთან ერთად. თუ წინაარმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა.

– ამმ.. არვიცი, არავის რომ არ ვიცნობ ?

– მე მიცნობ. – საყვარლად გამიღიმა უარის თქმა კი არანაირად არ შემეძლო.

– კარგი, წამოგყვები.

– ძალიან კარგი.

– იმ დღეს მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვეღარ გითხარი.. მოკლედ მინდა, რომ სამსახურში დაბრუნდე. – სიტყვა სამსახურზე პირველი ჩარლი გამახსენდა.

– მადლობა დემიენ, მაგრამ არ შემიძლია.

– რატომ არ შეგიძლია ? დაბრუნდი, ვიცი რომ გჭირდება სამსახური.

– არა, მართლა არ შემიძლია.. ჩარლის დავთანხმდი საცხობში მუშაობაზე.

– რამდენს გადაგიხდიან? – გამომეტყველება შეეცვალა.

– ჯერ არ ვიცი, ხვალ მივდივარ გასაუბრებაზე..

– მე ორჯერ მეტს გადაგიხდი.

– ეგ რა შუაშია ? – გავბრაზდი ფულით მანიპულირებაზე რომ გადავიდა.

– რა შუაში? – ძალით გაიცინა.

– უარს ვერ ვიტყვი, თან ეს საცხობი ჩემს სახლთან ახლოს არის და მაწყობს.

– შენ რა მართლა მოგწონს მარლი?

– ჩა….

– იცოდე აღარ შემისწორო სახელი.- გამაწყვეტინა.

– მოწონებასთან რა კავშირში უნდა იყოს ჩემი სამსახური.

– არ ვიცი, ისე გეკითხები.

– მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, ჩემს ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. – გავბრაზდი ისევ ცინიკურ ლაპარაკს რომ იწყებდა.

– მშვიდად ქერ, თურმე როგორი უხეში ყოფილხარ. – ჩაიცინა და ნერვებს მიშლიდა ესეთი საუბრით.

– ხო, როცა საჭიროა.

– მოდი გავიდეთ.- ისევ საათს დახედა და გული დამწყდა მალე რომ მთავრდებოდა ეს საღამო, იმის მიუხედავად, რომ ისევ ნერვები ამიშალა. ანგარიში არ მოუტანიათ, ფაქტია დემიენი ან უფასო სტუმარი იყო ან აქამდე მოაგვარა ყველაფერი. ლიფტში სიჩუმემ დაისადგურა და როცა გარეთ გავედით დემიენმა მანიშნა, რომ უკან გავყოლოდი. ბნელ ჩიხში შეუხვია მე კი ცოტა ავნერვიულდი.. ვიცოდი არაფერი იყო საშიში უბრალოდ ვერ მივხვდი ამ ადგილას რატომ მივსეირნობდით. დემიენი უცბად გაჩერდა და ჩემკენ შემოტრიალდა. მაშინვე უილიამის წვეულება გამახსენდა, იმ დღეს ზუსტად ესეთ სიბნელეში იდგა ჩემს წინ.

– აქ რატომ გამოვედით? – ისევ იგივე კითხვა დავსვი, დემიენი კი მომიახლოვდა და მითხრა :

– ქეროლაინ, შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ და არამგონია ვერაფერს ვერ ხვდებოდე.

– თუ ისევ გამოცანებით დამელაპარაკები, ვერ მივხვდები.

– შენც ძალიან კარგად იცი, რომ მომწონხარ ქეროლაინ- ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და სახე კიდევ უფრო ახლოს მომიტანა- მომწონხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოიდგენ, ამ ყლე ჩარლის გამოჩენით კი ყოველ ჯერზე ყველაფერს აფუჭებ!-  ერთი ამოსუნთქვით თქვა ეს წინადადება მე კი ადგილზე გავშეშდი, ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ფორმით გამომიტყდებოდა გრძნობებში. მაგრამ რა მიკვირს, ეს ხომ დემიენია.

დავიბენი ხმა ვერ ამოვიღე, მართლა ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა. სულ რამდენიმე წამის წინ ეს სიტყვები თქვა იმ ადამიანმა, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად მინდოდა ეთქვა ჩემთვის.

– არაფერს იტყვი? – მძიმედ სუნთქავდა და ისე მკითხა.

– არრ..არ ვიცი რა უნდა გითხრა.

– მოგწონვარ ქეროლაინ ? – გაეღიმა და თვითონ ჩემზე უკეთ იცოდა ამ კითხვის პასუხი.

იმის მაგივრად რომ პასუხი გამეცა უბრალოდ თვალებში შევხედე და თავი დავუქნიე. დემიენს გაეღიმა, მომიახლოვდა და მისი სუნთქვა ვიგრძენი, რომელიც ტუჩებზე მელამუნებოდა. შემრცხვა და ერთადერთი რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი, ის იყო, რომ ნეტა არ გაეგო ჩემი ხშირი გულის ცემა, რომელიც შენელებას ნამდვილად არ აპირებდა.

მე კვლავ ადგილზე გაყინული ვიდექი და ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა დემიენის სახე. მეგონა მთელი ცხოვრება გაიწელა ეს მომენტი, სანამ მისი ტუჩები ჩემსას არ შეეხო და მე თვალები არ დავხუჭე. დემიენმა ხელებით ჩემი სახე დაიჭირა მაკოცა, ორ წამში ისევ უკან გაიწია და შემომხედა. თვალები გავახილე და ბედნიერების ტალღა ვიგრძენი, რომელიც მეგონა იქვე დამანგრევდა. ყველანაირი ემოცია აირია ერთმანეთში, მეგონა  ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო, მაგრამ როდასაც დემიენი ისევ დაეწაფა ჩემს ტუჩებს ამ მომენტის რეალობაში დავრწმუნდი და  ეიფორიაში გადავვარდი.  ინსტიქტურად ხელები მის თმაში შევაცურე და ვტკბებოდი თითოეული წამით. იმდენად იდეალური იყო ეს კოცნა, ვიცოდი ვინც არ უნდა გამოჩენილიყო დემიენის შემდეგ იგივე გრძნობა არასოდეს დამეუფლებოდა და ამ მომენტში განცდილი ემოციაც კვალწარუშლელად დარჩებოდა ჩემში. კოცნა მან შეწყვიტა, ჩემი სახე კვლავ ხელებში ეჭირა და მითხრა.

– უარი უთხარი.

– რა?

– უარი უთხარი ჩარლის, გთხოვ.

– კარგი. – სხვა პასუხს უბრალოდ ვერ გავცემდი, ისეთი აღელვებული სახით მიყურებდა, მის თხოვნას უარით ვერ ვუპასუხებდი და გულს ვერ ვატკენდი თუ ეს ფაქტი  მართლა აწუხებდა მას.

იმ დღიდან დაწყებული ვიცოდი,რომ ჩემი გულის ნახევარი დემიენს ეკუთვნოდა, რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი მის გამო და რომ შემეძლო ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დამეთმო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,ოღონდ დიდხანს, ასე ბედნიერად მეგრძნო თავი მის გვერდით.   

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 1bf0e775
)

//qc
//QC2