Array
(
[text] =>
ის, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ზოგ შემთხვევაში მარტივად არ ეწყობა, კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა თუ მე და დემიენს შორის ესეთი რთული იქნებოდა საერთო ენის გამონახვა. ხო, ვიცი ცოტა ირონიულად ჟღერს.. იმდენად განსვავდება ჩვენი ცხოვრება ერთმანეთისგან, საერთო ენის გამონახვა, ალბათ, უფრო გასაკვირი იქნებოდა. უბრალოდ გუშინ ყველაფერი იმდენად კარგად მიდიოდა, ვერ ვხვდები ერთმა სატელეფონო ზარმა რატომ გამოიყვანა ესე წყობიდან.. მესმის, ალბათ, გარკვეული მიზეზის გამო დემიენი არ გიჟდება ჩარლიზე, მაგრამ ამის გამო ჩემზე უარყოფითი ემოციების გადმოტანა, ვფიქრობ, საჭირო არ იყო. გუშინ დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რაზეც ნერვები მეშლებოდა და ვცდილობდი უარყოფითი ფიქრები თავიდან ამომეგდო.
მე და ჩარლიმ ერთმანეთთან ყველაფერი გავარკვიეთ და გუშინდელი სატელეფონო საუბარიც ძალიან ჩვეულებრივი იყო. ამის მიუხედავად, დემიენმა ყველაფერი გააფუჭა და ისე დამემშვიდობა თითქოს თავის სიტყვებს ნანობდა. ნანობდა იმას, რომ ზედმეტად ახლოს შემომიშვა თავის სამყაროში. ამ ყველაფერთან ერთად ისიც მიკვირდა დემიენი რატომ იკავებდა თავს, მეგონა გუშინ ცოტა უფრო რომანტიული იქნებოდა და უბრალოდ მეგობრობას არ შემომთავაზებდა. ვაღიარებ, რაღაც მხრივ ეს მომწონდა და ისიც ვიცოდი, რომ ბოლომდე მზად არ ვიყავი სერიოზული ურთიერთობისთვის.
ხშირ შემთხვევაში ჩაკეტილი ვარ, მარტივად დაახლოება ადამიანებთან ყოველთვის არ შემიძლია, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი ურთიერთობას ეხება, რაც აქამდე არავისთან არ მქონია. სწორედ ამიტომ ვტკბებოდი იმ მინიმუმით, რაც დემიენთან უბრალო საუბარს ნიშნავდა. ესეც ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის მანამ, სანამ დემიენი ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭივით იქცეოდა და არ ავლენდა თავის ფეთქებად ხასიათს.
ამ უაზრო ფიქრებით ვიყავი გართული, სანამ ტელეფონზე მაღვიძარას შემდეგ რაილიმ არ დამირეკა, იცოდა ერთადერთი მისი ენერგიული ხმა თუ გამომაფხიზლებდა და მაიძულებდა საწოლიდან ადგომას.
– ქერ, მალე ადექი, იმედია გახსოვს, რომ დღეს წერა გვაქვს.
– წერა? – უცბად წამოვხტი საწოლიდან და თავბრუ დამეხვა.
– ხო, რა გჭირს, დემიენმა მემგონი სულ გამოგაშტერა. – გაეცინა.
– რაილს, მართლა წერა გვაქვს?
– ხო, ლიტერატურაში და ჯობია იჩქარო..
– რამე იცი?
– შენ?
– ანუ არც შენ. – გამეცინა და არ ვიცი რატო მახარებდა ის ფაქტი, რომ პირველად ჩემს ცხოვრებაში ტესტისთვის არ მოვემზადე და ცარიელი ტვინით მივდიოდი ლექციაზე.
უცბად გავემზადე, ხელში პირველი რაც მომხვდა ის ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და კარებისკენ გავემართე . სოფის დავემშვიდობე, რომელმაც საბედნიეროდ ერთ კვირიანი შვებულება აიღო და მშვიდად ტელევიზორთან ყავას მიირთმევდა.
საათს დავხედე 10 ის ნახევარი იყო, ღრმად ამოვისუნთქე და მივხვდი არ ვაგვიანებდი. ამის მიუხედავად, მაინც სწრაფი ნაბიჯებით დავიწყე სვლა, თან რვეული ამოვიღე და ვცდილობდი რაღაც მაინც დამემახსოვრებინა, რასაც ტესტში დავწერდი. სწრაფად მივაბიჯებდი იქამდე, სანამ ავტომობილის სიგნალის ხმა არ გავიგე. მაშინვე უკან არ შემოვტრიალდი, სავარაუდოდ მე არავინ მისიგნალებდა, რადგან აშკარად ტროტუარზე მივსეირნობდი. მალე კიდევ ერთხელ დაასიგნალეს და ამჯერად შემოვტრიალდი, ნაცნობი შავი მანქანა დავინახე და გული მუცელში ჩამივარდა. ნამდვილად არ ველოდი თუ დემიენს ვნახავდი ჩემს სახლთან დილის 10 ის ნახევარზე. მანქანა მომიახლოვდა, დემიენმა ფანჯარა ჩამოწია და მითხრა :
– ესე ძალიან სად გეჩქარება?
– ლექციაზე. – მეც სვლას განვაგრძობდი ის კი ნელა გვერდზე მომყვებოდა.
– დაჯექი, დაგტოვებ.
– აქ საიდან აღმოჩნდი?
– დაჯექი და მოგიყვები.
– არ მინდა, 5 წუთში ისედაც მივალ, მირჩევნია გავისერინო.
– მე 2 წუთში მიგიყვან, თან რაღაც მაქვს სათქმელი.- რა თქმა უნდა, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია და მეც მანქანაში ჩავჯექი.
– არ მკითხავ როგორ ვარ? – გამიღიმა.
– როგორ ხარ?
– მე ძალიან კარგად, შენ?
– მეც, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ წერა მაქვს და არაფერი ვიცი.
– ნერვიულობ? – სულელური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, რაზეც მეც გამეღიმა.
– კი.
– შეგიძლია არ ინერვიულო.- გზას გახედა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ერთი ტესტი არ გადაწყვეტს იმას,თუ რა მიმართულებით წავა შენი ცხოვრება.
– ხო, იმედია…
– უნივერსიტეტში თითქმის არ დავდიოდი, სწავლითაც ბევრი არაფერი მისწავლია იქ, უბრალოდ მივხვდი, რომ წარმატების მიღწევისთვის მხოლოდ ეს არ არის საჭირო.
– ანუ? – ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
– ანუ, შენ უნდა იყო შენი ცხოვრების ბოსი, გესმის? – სერიოზული სახით ამბობდა.
– შენ ეგ, ალბათ, კარგად გამოგდის. – გამეცინა.
– ყველას კარგად გამოუვა, თუ მოინდომებს, ქეროლაინ. – ისევ მე შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ისევ პეპლები მუცელში, მეგონა არასდროს გაქრებოდა ეს შეგრძნება მასთან შეხვედრისას.
– საღამოს რას აკეთებ? – დუმილი მან დაარღვია.
– ამმ.. ისეთს არაფერს.
– ანუ გეგმები არ გაქვს.
– ჯერ არა.
– მაშინ სხვა არაფერი დაგეგმო, საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ.
– სადმე?
– ხო, არ გინდა? ჩვენ ხო მეგობრები ვართ, მეგობრები კი კარგად უნდა იცნობდნენ ერთმანეთს.
– კი, დიდი სიამოვნებით..- ვცდილობდი ემოციები როგორმე დამემალა.
– არ გაინტერესებს აქ რატომ მოვედი?
– მაინტერესებს. – მის გვერდით ყოფნა იმდენად მაჰიპნოზებდა ამ კითხვის დასმა თავიდან ამომვარდა.
– მოკლედ, მინდოდა ბოდიში მომეხადა. – ღრმად ამოისუნთქა და შევამჩნიე ადვილი არ იყო მისთვის ამ სიტყვების წარმოთქმა.
– ბოდიში, რისთვის? – ვერ მივხვდი კონკრეტულად რას გულისხმობდა.
– შენც კარგად იცი რისთვის.. ცუდად მოვიქეცი, როცა გითხარი რომ… მოკლედ არ უნდა განმესაჯა შენი საქციელი.. ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ბევრი რამ მინანია.
– იქნებ მე არ ვნანობ? – სერიოზული სახით ვკითხე და სანამ რამეს მიპასუხებდა დავასწარი:
– კარგი, ვხუმრობ. – ვუთხარი და უცბად ამოისუნთქა თითქოს ტვირთი მოეხსნა და გათავისუფლდა.
– ხუმრობა არ გამოგდის ქეროლაინ, განსაკუთრებით დილის საათებში.
საბოლოოდ 2 წუთიანი გზა 5 წუთს გაიწელა, გამოჩნდა ნაითვილის უნივერსიტეტი და თვალი მოვკარი დიდ ხესთან მდგარ რაილისა და სკოტს, რომლებიც ამჯერად საერთოდ არ იდგნენ მორცხვად ერთმანეთის პირისპირ. პირიქით, სკოტს ხელი ჰქონდა გადახვეული რაილიზე, ერთი ყურსასმენი მას მეორე კი რაილის ეკეთა და ადვილი შესამჩნევი იყო, თუ როგორ ტკბებოდა ორივე ამ ბედნიერი მომენტით. დემიენმა მანქანა მათ ახლოს გააჩერა, ისე მივაშტერდი ორივეს, მარტივი გამოსაცნობი იყო, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ.
– შენი მეგობრები არიან?
– კი, უფრო ოჯახის წევრები ვიდრე მეგობრები.
– ძალიან კარგი. – გამიღიმა და მეც ორი წამით თვალებში შევხედე.
– დაგირეკავ საღამოს. – ხელი თმებში შეიცურა.
– ისევ უცხო ნომრით?
– ნუ გეშინია, მიგახვედრებ რო მე ვარ. – გაეღიმა მე კი მინდოდა კიდევ რაიმე კითხვის დასმა, რომ მანქანა არ დამეტოვებინა.
– სად უნდა წავიდეთ?
– ქეროლაინ, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, მაგრამ მოდი ეგ სიურპრიზად დავტოვოთ.
– კარგი.
– კარგი. – გამიღიმა მე კი ისევ გავშტერდი სანამ მისმა სიტყვებმა არ დამაბრუნეს რეალობაში.
– შეგიძლია გადახვიდე, ხომ გახსოვს, წერა გაქვს. – ჩაეცინა. მე თავი გავაქნიე, მორცხვად გავუღიმე და მანქანიდან გამოვედი.
მაშინვე შევამჩნიე რაილი, რომელმაც ჩემი დანახვისთანავე ყურსასმენი მოიხსნა, ჯერ სკოტს გახედა, მერე მე, პირი ოდნავ გააღო და გაოცება ვერ დამალა. არმინდოდა დემიენს დაენახა რაილის ესეთი რეაქცია, მაგრამ როცა ცოტახანში რაილიმ ვიღაცას ხელი დაუქნია, უკან შემოტრიალებისთანავე დავინახე, რომ ეს ვიღაც დემიენი იყო, რომელიც მანქანაზე მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა და იღიმოდა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => ae8e8382
)