დაკავშირებული – თავი 13. ნამდვილი მეგობარი
// qc

დაკავშირებული - თავი 13. ნამდვილი მეგობარი

Array
(
[text] =>

–         შენთან სახლში რატომ?

–         რამე პრობლემაა?

–         არა.

–         არ მენდობი?

–         არ ვიცი.

–         ჯერ არიცი. – თავისი მომაჯადოვებელი ხმით მითხრა.

–         ნდობის მოპოვებას დრო სჭირდება.

–         ხოდა მეც ეგ ვიგულისხმე, გეშინია? – გაეღიმა.

–         ამის მიზეზი არსებობს?

–         რისი, რომ გეშინოდეს?

–         ჰო.

–         არამგონია.. -ჩაახველა.

–         ძალიან კარგი.

–         ძალიან კარგი. – ჩემი სიტყვები გაიმეორა, შემომხედა და მალე ისევ გზას გახედა.

–         რას უსმენ? – ვკითხე და დაუკითხავად თითი მივაჭირე მუსიკის ჩამრთველს.

უცბად Barry White- ის Can’t Get Enough Of Your Love Baby ჩაირთო. გამეღიმა და ჩემს ყურებს ძალიან ესიამოვნათ ნაცნობი მელოდია.

–         მოგწონს? – ისევ გამომხედა.

–         ძალიან. – ფანჯარა ჩამოვწიე და ვტკბებოდი ნაითვილის ქუჩების ხედით.

დემიენმა მუსიკის ხმას აუწია, თვალები ორი წამით დავხუჭე და გავბედნიერდი.

მალე მანქანა დიდ გალავანს მიუახლოვდა და ორ წუთში გალავანი თავისით გაიღო.

ინტერესით ვკვდებოდი თუ რა დამხვდებოდა ამ გალავანს იქით და თუ როგორი იქნებოდა დემიენის სამყარო.

მაშინვე გამოჩნდა ულამაზესი სახლი, რომელიც არც ისე დიდი იყო, როგორსაც მე ველოდი. მაღალი, შუშებიანი ფანჯრები იატაკიდან იწყებოდა, მეორე სართულზე  კი დიდი აივანი გამოდიოდა, რომელმაც დანახვისთანავე მომხიბლა.. დემიენმა მანქანა ეზოში გააჩერა, გამომხედა და მითხრა :

–         მოვედით.

პირველი, მანქანიდან დემიენი გადავიდა, მერე მეც გადავედი და გავიგე როგორ მიესალმა ერთ-ერთ დაცვას, რომელიც ეზოს შემოსასვლელთან იდგა.

დემიენი სახლისკენ გამიძღვა, შიგნით შევედით და კვლავ აღფრთოვანებული დავრჩი. სახლი სასტუმროს გავდა, ოღონდ ძალიან გემოვნებიან სასტუმროს. ცენტრში ტყავის დიდი სავარძელი იდგა, მოპირდაპირე მხარეს კი ფანჯარა მოსჩანდა, საიდანაც  ბასეინის ულამაზესი ხედი იშლებოდა. სახლში მარტო მე და დემიენი ვიყავით, რადგან მეორე სართულიდანაც არანაირი ხმა არ ისმოდა..თავი უხერხულად ვიგრძენი და წარმოდგენა არ მქონდა რა თემაზე უნდა გველაპარაკა.

–         ძალიან ლამაზი და მყუდრო სახლი გაქვს.

–         მიხარია თუ მოგეწონა, დაჯექი. – გამიღიმა და თვალით მიმანიშნა სავარძელზე, მეც თავი დავუქნიე და დავჯექი.

–         ეხლავე მოვალ. – გვერდითა ოთახში გავიდა და მალე ბოთლით და ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა. ერთი ჭიქა ჩემ მხარეს, მეორე კი თავის მხარეს დადგა, ბოთლი გახსნა და მითხრა.

–         წითელი ღვინოა, თანაც საუკეთესო, დალიე და უხერხულად აღარ იქნები.

–         რატომ გგონია, რომ უხერხულად ვარ? – ვუთხარი და ჩავახველე.

–         გაშეშებულ პოზაში ზიხარ და მაგიტომ – გამიღიმა და  ჩემს ფეხებს დახედა, რომლებიც მართლაც გაქვავებული იყო.

–         არაფერიც. – წინ წამოვიწიე, ჭიქა ხელში ავიღე და ერთი ყლუპი მოვსვი.

–         მაშინ ძალიან კარგი.

–         რა საქმე გაქვს?

–         სადმე გეჩქარება? – გაკვირვებული სახით მკითხა.

–         არა, უბრალოდ გეკითხები.

–         ჯერ მომიყევი ცოტა რამ შენს შესახებ და საქმეზე მერე გადავიდეთ.- მითხრა და ჭიქიდან ღვინო დალია.

–         ჩემს შესახებ? – არვიცი რატომ მაგრამ გამიკვირდა ესეთი სახის საუბარი თუ გვექნებოდა.

–         ხო ქეროლაინ, შენს შესახებ.

–         ამმ.მმმ.. – ვფიქრობდი რა მეთქვა, საინტერესო არაფერი მახსენდებოდა, რასაც მოვუყვებოდი, ქვედა ტუჩზე ვიკბინე და თვალებით აქეთ იქით დავიწყე ყურება..

–         ნუ ნერვიულობ ქეროლაინ, გასაუბრებაზე არ ხარ. – ხელი თმაში შეიცურა და თვალებში შემომხედა.

–         საინტერესო არაფერი მაქვს მოსაყოლი იმის გარდა, რომ პირველი კურსის სტუდენტი ვარ და რომ ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ…

–         არა, არა, ეტყობა ვერ მიხვდი რა გკითხე.. მე მინდა მომიყვე შენს შესახებ და არა შენი ცხოვრების ქრონოლოგიის შესახებ. შენზე მომიყევი. მაინტერესებს რა ხდება შენს ფიქრებში, როგორი ადამიანი ხარ და საერთოდ, რა თვისებები გაქვს? – მისმა ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნია. „ფიქრებს თავი მოუყარე ქეროლაინ, ნუ დაანახებ რომ შენზე დიდი გავლენა აქვს.” შემომძახა ჩემმა ქვეცნობიერმა.

–         ამმ.. მაშინ გეტყვი, რომ ცოტა მორცხვი და ხანდახან დაბნეული  ვარ, ხშირად მიჭირს არჩევანის გაკეთება და ძალიან, ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე.

–         ანუ სპონტანური არ ხარ?

–         არა, საერთოდ.. დიდად არმიყვარს სიგიჟეების კეთება, არც ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება უცნაური თავგადასავლებით შევავსო, უბრალოდ მივყვები ცხოვრების რიტმს და ვცდილობ ყველაფერი მივიღო ისეთი, როგორიც არის.

–         საინტერესოა, მაგრამ არ დაგეთანხმები – ჭიქა მაგიდაზე დადგა და ცოტა წინ წამოიწია.

–         რაში არ დამეთანხმები? – გამეცინა, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

–         ვფიქრობ არასწორად აფასებ შენს თავს.. მგონია, რომ სინამდვილეში ძალიან სპონტანური ხარ და სიგიჟეების კეთებაც გიყვარს, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს. უბრალოდ გარემო არ გიწყობს ხელს, რომ შენი ნამდვილი სახე გამოაჩინო.

–         ვერ მივხვდი რას გულისხმობ.

–         იმას ვგულისხმობ, რომ შენში დიდ პოტენციალს ვხედავ. ყოველთვის შემიძლია ერთი შეხედვით მივხვდე, როგორია ჩემთან მოსაუბრე ადამიანი, შეგიძლია ამას ერთგვარი ნიჭიც დაარქვა.

–         მერე?

–         მერე ის, რომ როცა გიყურებ ვხვდები, რომ შენ  არ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც ცხოვრების რიტმს უნდა აჰყვეს, რომელმაც ყველაფერი ისე უნდა მიიღოს როგორც არის.. ეს პოტენციალი, რასაც შენში ვხედავ.. – ღრმად ამოისუნთქა, გაეღიმა და განაგრძო – საშუალებას მოგცემს, რომ პირიქით ცხოვრებამ აგიწყოს ფეხი, რომ ყველაფერი შეცვალო ისე, როგორც გინდა რომ იყოს..

–         სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ამას იმიტომ ამბობ, რომ არ მიცნობ. – თვალები ქვემოთ დავხარე და ისევ უხერხულობა ვიგრძენი, ვერ მივხვდი ამ ყველაფრით რის თქმას ცდილობდა.

–         რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

–         წერა. – ბედნიერი სახით ვუთხარი.

–         რა მიზანი გაქვს ამ ცხოვრებაში?

–         მინდა ვწერო და წარმატებას მივაღწიო.

–         რამეზე ოცნებობ? – სერიოზული სახით მიყურებდა და შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა , თავიდან ბოლომდე.

–         კი, მეოცნებე ვარ, რაც დიდად არ მახარებს.

–         ყველაზე მთავარი ოცნება… – მივხვდი მე უნდა დამესრულებინა მისი წინადადება.

–         მხოლოდ ერთს ვერ დავასახელებ..

–         ორი იყოს.

–         მაშინ, მოგზაურობა და საკუთარი ტელე-გადაცემა.

–         ესეიგი მაქსიმალისტი ხარ.

–         მხოლოდ ოცნებებში. – გამეღიმა დემიენმა კი სერიოზული სახით განაგრძო:

–         ყველანაირი წარმატება ოცნებებიდან მოდის ქეროლაინ, და გირჩევ არასდროს, არაფრის და არავის გამო არ შეწყვიტო ოცნება..დამიჯერე, ყველაფერია შესაძლებელი თუ მოინდომებ. – ამ ყველაფერს ძალიან დამაჯერებელი ხმით ამბობდა.

–         ყველაფერი? – ჩამეცინა.

–         კი, ყველაფერი.. – გამიღიმა და თავისი  თვალები  შემომანათა.

–         ეხლა შენ მომიყევი შენს შესახებ – ისევ მოვსვი რამდენიმე ყლუპი და მივხვდი ნელ-ნელა უხერხულობა ქრებოდა.

–         მკითხე რაც გაინტერესებს.

–         ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? – სახეზე გაკვირვება დაეტყო, ალბათ, ყველაფერს ელოდა ამ კითხვის გარდა.

–         ყველაზე მეტად?

–         ხო, ყველაზე მეტად. – ჭიქა ბოლომდე ჩავცალე.

–         ცხოვრება.

–         ცხოვრება ? – მეგონა ვინმე ადამიანს დამისახელებდა.

–         რატო გიკვირს, შენ არ გიყვარს ცხოვრება? – გაეღიმა.

–         კი, ძალიან. უბრალოდ მეგონა რამე უფრო კონკრეტულს იტყოდი.

–         ჩემი პასუხი საკმაოდ კონკრეტულია. – გაღიმებული სახე კვლავ სერიოზული გამომეტყველებით შეეცვალა.

–         მომიყევი შენს მეგობრებზე.

–         მეგობრებზე? – გაეცინა და ეს რეაქცია საკმაოდ მოულოდნელი იყო.

–         რატომ გეცინება?

–         მეგობრები, მეგობრები.. დიდიხანია ამ სიტყვის მნიშვნელობა დამავიწყდა.

–         რატომ?

–         ქეროლაინ, როდესაც წარმატებული ხარ, ხანდახან მეგობრობაც ბიზნესად იქცევა ხოლმე.. მერე ცოტა ძნელია მიხვდე, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი.

–         არ დაგეთანხმები.

–         არ დამეთანხმები? – ჩაეცინა. – იმიტომ არ დამეთანხმები, რომ სრულიად სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობ ქეროლაინ.

–         ვფიქრობ მარტოსული ადამიანი ხარ და აქ წარმატება არაფერ შუაში არაა.

–         მე? მარტოსული? – ძალიან გაუკვირდა.

–         ხო..

–         ამას რატომ ამბობ?

–         იმიტომ, რომ ბევრი მეგობარი არც მე მყავს და დამიჯერე ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე რთული ამოცანა ნამდვილი მეგობრის პოვნაა.. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირ სოციალურ მდგომარეობას, წარმატებას თუ წარუმატებლობას არ ქვს მნიშვნელობა. – ყურადღებით მისმენდა და მივხვდი უნდოდა კიდევ გამეგრძელებინა საუბარი, მეც გავაგრძელე:

–         ნამდვილი მეგობრები ყველასთვის არსებობენ, უბრალოდ მათ პოვნას  გამართლება სჭირდება.

–         ჭკვიანი ხარ.. – ჩუმად ჩაილაპარაკა.

–         მადლობა. – ისევ დავიმორცხვე, დემიენმა კიდევ ჩამოასხა ღვინო.

–         იქნებ დღეს არის ჩემი გამართლების დღე? – ალმაცერად გამიღიმა.

–         ანუ? – ვითომ ვერ მივხვდი.

–         იქნებ შენი სახით სულ ეხლახანს შევიძინე ნამდვილი მეგობარი.- იმდენად გავბედნიერდი იმ წუთებში, სიტყვებით ვერ აღვწერ.

–         მოხარული ვარ, თუ მართლა ესე ფიქრობ.

–         თუ მე მართლა ესე ვფიქრობ, იქნები ჩემი ნამდვილი მეგობარი?

–         რა თქმა უნდა. – გავუღიმე.

–         მაშინ ჩვენ მეგობრობას გაუმარჯოს .- ჭიქა მაღლა ასწია და მეც მივუჭახუნე.

–         გაუმარჯოს.

                   *  * *

დემიენი მართლაც ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა და ვგრძნობდი ამ წიგნთან ურთიერთობა ნარკოტიკთან ურთიერთობას ემსგავსებოდა. დემიენთან ერთად გატარებული ყოველი წამი კიდევ უფრო საინტერესო იყო.. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ცივი ადამიანი ჩანდა, ვიცოდი სინამდვილეში მის შიგნით ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იმალებოდა, რომელსაც რატომღაც თავისთვის ინახავდა. მე კი ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამ სითბოსა და სიყვარულის გამზიარებელი ვყოფილიყავი.. ვფიქრობ, მეგობრობა ამ საინტერესო გზის დასაწყისი იქნებოდა.

დემიენი არ ჰგავდა დანარჩენებს, ძალიან ღრმა და ჭკვიანი ადამიანი ჩანდა, რაც ცხადია, კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდიდა მას. მეგონა სახლში დაპატიჟების მოტივი ის იქნებოდა, რომ პირველი ნაბიჯი გადმოედგა და ჩვენი ურთიერთობაც სხვა გზით წასულიყო. თავს მოვიტყუებ რომ გითხრათ ვერ ვხვდებოდითქო, დიახ, ძალიან კარგად მივხვდი იმ საღამოს რომ დემიენს მოვწონდი, უბრალოდ ფაქტია არ ჩქარობდა. ეს კი მაძლევდა კიდევ ერთ მიზეზს იმისთვის, რომ იგი ძალიან შემყვარებოდა.

ამის შემდეგ ცოტა კიდევ ვისაუბრეთ რაღაც თემებზე, რის შემდეგაც დემიენს გაახსენდა, რომ სინამდვილეში  საქმეზე მოსალაპარაკებლად დამიბარა.

–         ქერ, – იმ დღეს პირველად მომმართა მან ასე, – მოკლედ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მინდა სა….. – მისი სიტყვები ჩემი ტელეფონის დებილმა ზარმა გააწყვეტინა, უკვე გავბრაზდი იმაზე, ვინც ამ დროს ჩემთან დარეკვა გადაწყვიტა.

–         ბოდიში.- ვუთხარი და ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე. როცა ეკრანს დავხედე წავიკითხე სახელი, რომლის გამოჩენაც ამ საღამოს ყველაზე მეტად არ მაწყობდა. ჩარლი ჯოუნსი. დემიენი ჩემს გამომეტყველებას აკვირდებოდა და ვფიქრობ, სანამ ვუპასუხებდი უკვე იცოდა ვინც იქნებოდა მეორე ხაზზე.

–         გისმენ.

–         ჰეი ქერ, როგორ ხარ? – ისე მკითხა თითქოს რამდენიმე საათის წინ არ დავშორდით ერთმანეთს.

–         კარგად, შენ?

–         მეც.. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ. – რა თმა უნდა, რომ ძალიან ცუდ დროს მირეკავ ჩარლი, გავიფიქრე.

–         არა.. მითხარი რა გინდა? – ცოტა უხეშად ვკითხე, მაგრამ ეხლა ეს ნაკლებად მადარდებდა. თან ამდროს დემიენს გავხედე, რომელმაც სავარძელში პოზა იცვალა და  მაკვირდებოდა.

–         ხვალ ლექციების მერე  სამსახურში მივდივარ, რამდენიმე დღის წინ ჩემს ბოსს ველაპარაკე და მითხრა უარს არ იტყოდა ახალი თანამშრომლის მატებაზე, ხოდა ვიფიქრე ქეროლაინს ვეტყვი და ხვალ მოვა გასაუბრებაზეთქო.

–         მადლობა ჩარლი შემოთავაზებისთვის, – ამ სახელის ხსენებაზე შევამჩნიე დემიენს გამომეტყველება  შეეცვალა და თვალები მოჭუტა. – და როგორც დღეს გითხარი, დავფიქრდები და მერე შეგატყობინებ.

–         კარგი, თუ მოიფიქრებ შემეხმიანე, გვიანობამდე არ ვიძინებ მაინც.

–         კარგი, აუცილებლად. – ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე, არ მინდოდა დემიენისთვის თვალებში შეხედვა. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ ჩარლი არ გამოხტა შუა ლაპარაკში. არაფერი დამიშავებია, მაგრამ ცხადია, დემიენს საერთოდ არ ესიამვონა ეს სატელეფონო საუბარი.

–         რა შემოთავაზება? -ჩაახველა და ცდილობდა ჩვეულებრივი ტონი შეენარჩუნებინა.

–         არაფერი ისეთი, უბრალოდ…

–         მოკლედ მითხარი. – მოთმინებას კარგავდა.

–         ჩარლიმ სამსახურის დაწყება შემომთავაზა ერთ-ერთ საცხობში..

–         საცხობში? – გაეცინა, თითქოს მეც დამცინა, რაც ცოტა მეწყინა.

–         ხო, საცხობში.

–         როგორც ჩანს შენს ჩარლის შეუძლია გზა გაგიკვალოს სამუშაო სფეროში. – ირონიულად საუბრობდა და მეც ვცდილობდი წინააღმდეგობა ნაკლებად გამეწია.

–         ჩემი არ არის.. – მზერა ისევ ავარიდე, მის თვალებში ყურება კიდევ უფრო ართულებდა არსებულ სიტუაციას.

–         წესიერად არც იცნობდი ისე აკოცე, თურმე დღესაც გინახავს და როგორც ჩანს შენი ყოფილა ქეროლაინ. – ისევ სრული სახელით მომმართა, ფაქტია წყალში ჩაიყარა ყველაფერი, რაც აქამდე ითქვა.

–         გინდა რომ ჩემი საქციელი განსაჯო? – ამჯერად მე დავკარგე მოთმინება და ვიცოდი ჩვეულებრივ ტონს დიდხანს ვეღარ შევინარჩუნებდი. – მაშინ ბარემ ბოლომდე გაიგე სიმართლე.. დღეს ჩარლი სწორედ იმიტომ ვნახე, რომ ბოდიში მომეხადა.. – ღრმად ამოისუნთქა და ვგრძნობდი ძალიან დაძაბული მისმენდა. – ბოდიში მოვუხადე იმიტომ, რომ ჩემი საქციელი ვინანე.. და აღარ არის საჭირო შენც ცუდად მაგრძნობინო თავი.

–         ცუდად? ცუდად რატო უნდა იგრძნო თავი ქეროლაინ, მე უბრალოდ ვთქვი ის რაც იყო, მეტი არაფერი. შენ თუ შენი საქციელი ცუდად გხდის ეგ შენი პრობლემაა და გირჩევ სანამ რამის გაკეთებას გადაწყვეტ, დაფიქრდე ხოლმე.

–         მართალი ხარ, აქამდე მეც მეგონა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ვფიქრობდი, მაგრამ ხუთი წუთის წინ შენ დამიმტკიცე, რომ სპონტანური ადამიანი ვარ. როგროც ჩანს არ შემცდარხარ – ნიშნის მოგებით ვუპასუხე, რაზეც გამწარდა. არ მოეწონა ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. ამ ბრძოლაში დემიენი წაგებული დარჩა და არ იცოდა ვიზე გაბრაზებულიყო ჩემზე, ჩარლიზე თუ საერთოდ, საკუთარ თავზე.

დემიენმა არაფერი მიპასუხა, გაყინული მზერით მომაშტერდა და ელოდებოდა როგორ მოვიქცეოდი. მე კი მოვიქეცი ისე, როგორც უმეტესობა მოიქცეოდა ჩემს ადგილას. ავდექი, დემიენიც მაშინვე ადგა, ჩანთა ავიღე და ვუთხარი:

–         ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, მაგრამ გვიანია და ჯობია წავიდე.. – ის , თუ რა საქმეზე უნდოდა დალაპარაკება, მაინც ვერ გავიგე, მაგრამ, ცხადია, ეხლა უადგილო იქნებოდა ამ  კითხვის დასმა..

–         გაგაცილებ.

–         არა იყოს, არმინდა..- ზურგი ვაქციე და კარებისკენ დავიწყე სვლა, მომენტალურად დემიენმა მკლავზე ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა.

–         ზურგი არ მაქციო, არასდროს, გესმის ?  – თვალები უელავდა და მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ძალიან განაწყენდა.

–         მესმის. – გულის ცემა გამიხშირდა და შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა.

–         წამოდი, მაიკლი დაგტოვებს სახლში.

წინ გამიძღვა მე კი უკან გავყევი, მისთვის არც მიკითხავს თუ ვინ იყო  მაიკლი , დიდი ალბათობით მისი მძღოლი იქნებოდა.

სახლის შემოსასვლელთან შავი მანქანა იდგა. როცა მივუახლოვდით დემიენმა კარები გამოაღო და მაიკლს მისამართი უთხრა და თან ეს წინადადება დაამატა:

–         სანამ სახლში არ შევა არ წამოხვიდე. – მერე ისევ წელში გასწორდა ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა:

–         ნახვამდის ქეროლაინ.

–         ნახვამდის.. – ორი წამით ისევ დავაკვირდი , ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი, მივხვდი გადაკოცნას არ აპირებდა, ამიტომ მეც უხერხულობას თავი ავარიდე და პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი. სანამ მანქანა არ დაიძრა დემიენი არ შესულა ეზოში, იგივე პოზაში იდგა და ჩემკენ იყურებოდა. მალე თვალს მიეფარა დემიენიც და მისი სახლიც.. დღევანდელმა დღემ კი კვლავ გაურკვევლობაში დამტოვა.

თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂

[text_hash] => 30593572
)

//qc
//QC2