Array
(
[text] =>
ნახევრად მძინარემ ცალი თვალი გავახილე და დავრწმუნდი, რომ ხმა, რომელმაც ჩემი მშვიდი ძილი დამიფრთხო, მართლაც შემოსასვლელი კარიდან მოდიოდა..
გულახდილად რომ გითხრათ არანაირი სიზმარი არ მინახავს.. დაღლილობამ ყველაფერი გადაწონა და დემიენთან სატელეფონო საუბრის დამთავრების შემდეგ ზუსტად 5 წუთში გავითიშე. ალბათ ისევ ჩამეძინებოდა, მაგრამ კარებზე ვიღაცამ ბრახუნი ისევ განაგრძო და მეც გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი, ჩემი ლურჯი ხალათი შემოვიცვი და კარებისკენ გავემართე. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ გეტყვით სახლის ზღურბლთან რაილი დამხვდათქო. მე და რაილი იმდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, დილის 10 საათზე სტუმრობა საერთოდ არ წარმოადგენს უხერხულობას.
რაილი გაბრწყინებული სახით მიყურებდა, მე კი მთქნარებით ვუთხარი.
– რომელი საათია? – გამოვიწიე და სახლში შემოვუშვი.
– ზუსტად 10 საათი. – ხელში პარკი ეჭირა, რომლიდანაც მინერალური წყალი ამოიღო და მომაწოდა.
– საუკეთესო მეგობარი ხარ.- ბედნიერებისგან გამეღიმა და ბოთლი ყლუპ-ყლუპად ნახევრამდე ჩავცალე. რაილიმ კარგად იცის პახმელიიდან გამოყვანისთვის რა მესაჭიროება. რაილი სავარძელზე მოკალათდა მე კი მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.
ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ ორ წამში რაილიმ გამორთო და მითხრა :
– ქეროლაინ, იცოდე ჯერ ყველაფერს მომიყვები და ტელევიზორს შეგიძლია მერეც უყურო.
– კარგი რა რაილს, ჯერ მაცადე გამოფხიზლება. – გავიზმორე და კიდევ ერთხელ დავამთქნარე.
– აკოცე? – თვალი ჩამიკრა და გაბრწყინებული სახით შემომხედა.
– ვის? – გამეცინა, არ ვიცოდი რაილი ვის გულისხმობდა. მაგრამ მალევე გამახსენდა, რომ დემიენის სტუმრობის შესახებ რაილიმ არაფერი იცოდა.
– ვის და დემიენს, რა თქმა უნდა. – მაოცებს ჩემი საუკეთესო მეგობარი.
– საიდან იცი?
– ჩარლიმ გვითხრა, როცა მე და სკოტს შეგვხვდა.
– მერე რა გითხათ?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მიპასუხე ქეროლაინ. – ერთი სული ჰქონდა რაილის გაეგო ახალი ამბები.
– არა, ნუ გეშინია, არ მიკოცნია… მაგრამ, ჩარლის..- თვალები მოვჭუტე და წინადადება ვერ დავასრულე.
– არარსებობს! – რაილის თვალები გაუფართოვდა.
– ვიცი,ვიცი, ჩემი ბრალია და დღეს აუცილებლად გამოვასწორებ ამ შეცდომას.
– ჰაჰ, არ მეგონა ჩემი საუკეთესო მეგობარი თუ თავისი ცხოვრების მე 18 წელიწადს, ერთ დღეში ესე გაფუჭდებოდა. – რაილის ეცინებოდა მე კი მართლა ძალიან ვნანობდი, როცა მახსენდებოდა გუშინ განვითარებული მოვლენები.
– რაილი!
– კარგი ხო, გეხუმრები ამისგან დიდ ამბავს ნუ შექმნი და ყველაფერი თავისით მოგვარდება.
– არა თავისით ყველაფერი ვერ მოგვარდება.. ჩარლი მართლა ძალიან კარგი ბიჭია და არმინდა გულნატკენი დავტოვო..
– დაიკიდე რა, მთავარია, რომ შენი პრინცი დემიენი გუშინ მოულოდნელად გესტუმრა!
– არ არის ჩემი „პრინცი”.- თვალები ავატრიალე.
– მომიყევი რა გითხრა. – ცნობისმოყვარეობა კლავდა რაილის.
– განსაკუთრებული არაფერი…
– რა გჭირს ქეროლაინ, მე ყველაფერს გიყვები.- ცოტა ეწყინა ისეთივე ენთუზიაზმით, რომ არ ვუყვებოდი ამბავს.
– ვიცი რაილს, მართლა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ცუდად გავხდი და სახლში დამტოვა, მანქანაში რაღაცებზე ვილაპარაკეთ..
– მერე?
– მერე გვიან დამირეკა და მითხრა, რომ საქმე აქვს ჩემთან და დღეს 5 საათზე გამომივლის.
– არ არსებობს! – ისევ შეიცხადა- ჰმ, საინტერესოა ნეტა რა საქმე აქვს?
– წარმოდგენა არ მაქვს. – ღრმად ამოვისუნთქე.
– ისე მართლა, ჩარლის როგორ ჩამოიშორებ? – რაილიც მიხვდა, რომ ყველაფრის უბრალოდ „დაკიდება” არ გამოვიდოდა.
– ეგეც არ ვიცი, უბრალოდ დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ …
– ქერ, ვიცი გამოცდილება არ გქონია და მაგიტომ არ იცი, მაგრამ მაგალითად მე, – სავარძელში ფეხი ფეხზე გადაიდო და გააგრძელა, – შარშან ახალ წელს რომ იმ ბიჭს ვაკოცე, საერთოდ არაფერი ამიხსნია მისთვის და მანაც თავი დამანება.
– კი, იმიტომ რომ „იმ ბიჭს” აკოცე, სახელიც კი არ იცოდი რაილს! ჩარლის კი კარგად ვიცნობ და არ მინდა გულნატკენი დავტოვო.
– რამდენჯერ გყავს ნანახი ესე კარგად რომ იცნობ.
– 8 ჯერ.
– მართლა დათვლილი გაქვს შეხვედრები? – რაილის გაეცინა და მართლა დავფიქრდი ყველაფერს რატომ ვითვლიდი.
– ნუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ესე მარტივად არაფრის თქმის გარეშე ვერ გამოვძვრები სიტუაციიდან, ჩარლის ვნახავ და ავუხსნი რომ ჩემი ქმედება ალკოჰოლის ბრალი იყო და მეტი არაფერი.
– ესეიგი დღეს მნიშვნელოვანი დღე გაქვს.
– კი ნამდვილად.. – ავდექი და მაცივარი გამოვაღე – არ გშია?
– არა.. – ღიმილი ყურებამდე აუვიდა და ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა.
– რაილს, რაღაც ხდება და არვიცი ხო?
– შენ თუ არ მიყვები მეც არ მოგიყვები, – ნიშნის მოგებით მიპასუხა.
მაცივრიდან მაკარონი გამოვიღე და ტაფაზე გათბობას შევუდექი.
– როგორ არა! უკვე ყველაფერი მოგიყევი.. მართლა არ გშია? – გავხედე და ისევ გაეღიმა.
– კარგი ჰო გეტყვი.. სკოტმა მითხრა შუადღეს ერთად ვისადილოთო.
– სკოტმა? – მაკარონი მივატოვე და რაილის სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი.
– დიახ სკოტმა,- თვალები სწრაფად დაახამხამა და ფეხზე წამოდგა.
– როგორ მიხარია რაილს!- მივედი და მაგრად ჩავეხუტე, ვიცოდი რამდენს ნიშნავდა ეს ყველაფერი მისთვის.
– მეც! – რაილიმ საათს დახედა და თვალები გაუფართოვდა – ამის დედაც, დამაგვიანდა!
– სად დაგაგვიანდა?
– სალონში ვარ ჩაწერილი 11 ზე!
– მერე ჯერ 11 ის ნახევარია.
– ვიცი მაგრამ არმინდა დამაგვიანდეს. – ძალიან საყვარელი იყო, როცა ნერვიულობდა.
– იცოდე სკოტს ნუ დაანახებ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭე დღევანდელ დღეს.
– არა რა სისულელეა, დღეს ისედაც ვაპირებდი სალონში წასვლას.- სერიოზული სახე შეინარჩუნა 5 წამით და მერე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
– კარგი წავედი, შენ კი წარმატებებს გისურვებ ერთი ბიჭის მოშორებასა და მეორეს შებმაში. – გადამკოცნა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გზას.
რაილის სიტყვებზე გამეცინა, მაგრამ ვიცოდი, 100% ით სიმართლეს ამბობდა.
* * *
რაილი გავისტუმრე და საშინელმა სუნმა შემახსენა, რომ მაკარონი ტაფაზე დამრჩა და დაიწვა. ესეც ჩემი საუზმე.. აშკარად არ მეხერხებოდა სამზარეულოში ტრიალი. საჭმელზე ფიქრს თავი დავანებე და ჩარლის ნომერი ავკრიფე, 2 ზარის შემდეგ ჩარლიმ მიპასუხა.
– ჩარლი, როგორ ხარ?
– კარგად, შენთვის მინდოდა იგივეს კითხვა..- ცოტა მოწყენილი ხმა ჰქონდა.
– უკვე კარგად. ჩარლი..
– გისმენ.
– შენთან რაღაც საქმე მაქვს და თუ გცალია შეგხვდები.
– რა საქმე?
– ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ თან ძალიან მშია და გამიხარდება თუ შემომიერთდები სადმე საჭმელად. – ვცდილობდი სიტუაცია გამემარტივებინა.
– კი დიდი სიამოვნებით! – უცბად ხასიათი გამოუკეთდა და შემეშინდა ამ მეგობრულ შემოთავაზებას ჩარლის იმედები არ გაემყარებინა.
– კარგი, მაშინ ერთ საათში შეგხვდები.
– მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
– არა იყოს.. იქამდე რაღაც საქმე მაქვს. – მოვიტყუე, უხერხული მგზავრობის თავიდან აცილება მინდოდა.
– კარგი, მაშინ მომწერე ადგილი და პირდაპირ იქ მოვალ.
– კარგი.
ცოტახანში გამზადება დავიწყე, ჩარლის მისამართი ვუთხარი და ერთ-ერთ კაფეში გადავწყვიტეთ წასვლა.
გარეთ კარგი ამინდი იყო და ამიტომ ღია ცისფერი კაბა ჩავიცვი, თმა დავიწენი ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავედი.
როდესაც კაფის შესასვლელს მივუახლოვდი ღრმად ამოვისუნთქე, თავს შევუძახე, რომ არაფერი იყო სანერვიულო და შიგნით შევედი.
ჩარლი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მოკალათებულიყო, როგორც კი შემოვედი გამიღიმა და ფეხზე წამოდგა, ხელი თმებში შეიცურა და შევამჩნიე, რომ თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
მივედი გადავკოცნე და მოპირდაპირე მხარეს დავუჯექი. ჩარლი მაკვირდებოდა და სანამ მენიუში საჭმელს ავარჩევდი ვგრძნობდი თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია ჩემთვის. როცა ავხედე მზერა ამარიდა და დაიმორცხვა.
– აბა რა აარჩიე?
– არვიცი შენ რას იღებ?
– ბურგერს, როგორც ყოველთვის – გავუღიმე.
– მაშინ მეც მაგას ავიღებ.
მიმტანს ჩვენი შეკვეთა ვუთხარით და სანამ საჭმელს მოიტანდნენ უაზრო თემებზე დავიწყეთ საუბარი. უხერხულობა ნამდვილად იგრძნობოდა და როგორც ვატყობდი ჩარლი ამ თემაზე საუბარს არ აპირებდა სანამ მე არ ვეტყოდი რამეს.
მალე შეკვეთაც მოგვიტანეს და გემრიელად მივირთვით. მართლა ძალიან მშიოდა და არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობდი, როცა ჩარლის წინ დიდი ლუკმებით ვჭამდი ჩემს ბურგერს. აი კიდევ ერთი დეტალი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჩარლი არ მომწონდა.
დემიენის წინ ალბათ ამ ბურგერს თითსაც არ დავაკარებდი იმხელა იყო.
დუმილი მე დავარღვიე:
– ჩარლი..
– ხო ქერ, აბა მითხარი რა საქმე გქონდა. – ცისფერი თვალები შემომანათა და უკვე მტკიოდა გული იმ სიტყვების გამო, რასაც 2 წუთში ჩარლის ვეტყოდი.
– მოკლედ, არმინდა უაზროდ გავწელო ეს ამბავი და ვფიქრობ საჭიროა იცოდე, რომ…
– რომ არ მოგწონვარ ისე, როგორც მე მომწონხარ. – დაასრულა წინადადება მე კი გული მუცელში ჩამწყდა.. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი და თან ნამუსი მაწუხებდა.
– არა, ჩარლი მე მომწონხარ და მინდა იცოდე, რომ ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, უბრალოდ..
– ის უფრო მეტად მოგწონს. – ისევ დაასრულა ჩემი წინადადება.
– არა, უბრალოდ.. მივხვდი, რომ ისე გიყურებ როგორც მეგობარს, როგორც, მაგალითად, სკოტს და არ მინდა ამ უაზრო საქციელის გამო ჩვენ მეგობრობას ხაზი გადაესვას.
– ვიცი ქერ, მესმის და არანაირი უფლება მაქვს რამეში შეგეწინააღმდეგო.. – თავი დახარა და მომინდა ჩავხუტებოდი. ძალიან კარგი ბიჭი იყო ჩარლი, მაგრამ როგორც ჩანს მარტო „კარგი” არ იყო საკმარისი.
– ბოდიში. – ვუთხარი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, შემზიზღდა დღევანდელი დღეც და ჩემი თავიც.
– არაუშავს, ხდება ხოლმე..- ისევ ამომხედა და მივხვდი თვალებში ყურება ამჯერად მე აღარ შემეძლო.. ვერაფერი ვუპასუხე და ისევ ჩარლიმ განაგრძო:
– ალბათ, წარმატებული რომ ვყოფილიყავი და ცოტა მეტი ფული რომ მქონოდა თავს მოგაწონებოდი.- მისი ეს სიტყვები გულზე მომხვდა, მეწყინა და მივხვდი რასაც გულისხმობდა. მაინც არ ავყევი ემოციებს და რამდენადაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე :
– ჩარლი, აქ ფული და წარმატება საერთოდ არაფერ შუაშია და შენც კარგად იცი ეს. ფული არ წყვეტს იმას ვინ მოგეწონება და ვინ არა.
– ხო, ალბათ, მართალი ხარ.. მაპატიე.- მიხვდა რომ ამ სიტყვებით გული მატკინა.
– არაუშავს.. მოკლედ კარგია, რომ წყენა არ დარჩება ჩვენ შორის და მინდა, რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც გუშინდელ საღამომდე იყო.
– დიდი სიამოვნებით – სევდიანად გამიღიმა და მივხვდი მერჩივნა ისევ გული ეტკინა თავისი სიტყვებით ვიდრე ჩემ გამო ესეთი დამწუხრებული მენახა.
– ანგარიში თუ შეიძლება.- მიმტანს დავუძახე.
რა თქმა უნდა, ჩარლიმ წინააღმდეგობა გამიწია და თვითონ გადაიხადა. საათს დავხედე 4 ხდებოდა და ავღელდი, რადგან ვიცოდი დემიენთან შეხვედრამდე 1 საათზე ნაკლები იყო დარჩენილი.
ჩარლიმ დამიყოლია და მეც დავთანხმდი, რომ მანქანით დავეტოვებინე სახლში.
გზაში აღარ იგრძნობოდა ის უხერხულობა, რაც აქამდე იყო და მიხაროდა, რომ ჩარლიმ ყველაფერი მარტივად მიიღო. ჩარლი თავის ახალ სამსახურზე მესაუბრებოდა და შემახსენა თავისი შემოთავაზება ამ საცხობში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, მე კი ახლა უკვე ჩემი „დანაშაულის” კომპენსირების მიზნით, ვუთხარი, რომ ამაზე აუცილებლად დავფიქრდებოდი.
როდესაც სახლთან მივედით, ჩარლის მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე.
მივხვდი, რომ მართლაც არ მინდოდა ამ ადამიანთან ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვეტა და უმნიშვნელო კოცნის გამო, ჩვენი მეგობრობის აღსადგენად ბრძოლას ნამდვილად არ შევწყვეტდი.
სახლში დედა არ დამხვდა დავურეკე და მითხრა, რომ საღამომდე ვერ დაბრუნდებოდა. სარკეში ჩავიხედე, არ მინდოდა ზედმეტად გამოპრანჭული შევხვედროდი დემიენს, ამიტომ გამოცვლა გადავიფიქრე.
საათს დავხედე, 5 ის ნახევარი იყო და არ ვიცოდი დრო როგორ გამეყვანა..
იქნებ დემიენმა საერთოდ გადაიფიქრა ჩემთან შეხვედრა..მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში აუცილებლად დამირეკავდა. ჩემს ცხოვრებაში ნახევარი საათი ესე არასდროს გაწელილა. ვიცდიდი და ველოდებოდი ზარს, რომელიც შემატყობინებდა რომ ის მოვიდა. როგორც იქნა ტელეფონმაც დარეკა. დაფარული ნომერი.. ცხადია, დემიენი იყო.
– გისმენ, დემიენ
– შეგიძლია გამოხვიდე.
– მოხვედი?
– არა, უბრალოდ მინდა რომ გარეთ გახვიდე.
– ვაღიაროთ, კარგი ხუმრობა არ გამოგივიდა.- გამეცინა და მისი მელოდიური სიცილიც აჰყვა ჩემსას.
– მიდი, დიდხანს არ მალოდინო.
– არა, უკვე გამოვდივარ. – ტელეფონი გავუთიშე.
დემიენის შავი მანქანა ზუსტად ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულიყო.
მანქანას მივუახლოვდი და კარები გამოვაღე. როგორც კი შევხედე სუნთქვა შემეკრა, მაინტერესებდა რამდენი ხანი დამჭირდებოდა იმისთვის, რომ მის გვერდით ყოფნას შევგუებოდი. დავჯექი და უცბად მითხრა:
– არ მაკოცებ? – გვერდულად გაიღიმა და სავარაუდოდ „კოცნაში” გადაკოცნა იგულისხმა.
დავიბენი და უხერხულად ვიგრძენი თავი ,როცა მანქანის სავარძლიდან მარცხენა მხარეს გადავიხარე და გადავკოცნე. მალე ისევ ჩემ პოზიციაში დავბრუნდი და დავაკვირდი.
შავი მოკლე მკლავიანი მაიკა ეცვა, მის ხელს კი როგორც ყოველთვის საათი და ბეჭდები ამშვენებდა. დიდხანს მიშტერება არ მინდოდა და გზას გავხედე.
– სანამ გზაში ვართ შენს სიზმრებს არ მომიყვები?
– მოგიყვებოდი, მაგრამ გუშინ არაფერი დამსიზმრებია..
– უცნაურია.
– რა არის უცნაური?
– ის, რომ არაფერი დაგესიზმრა.
– შენ ყოველთვის ნახულობ სიზმრებს?
– იმის მიუხედავად, რომ ზოგადად ძალიან ცოტა ხანი მძინავს, კი, თითქმის ყოველთვის.
– ამმ..სად მივდივართ? – ვკითხე და გავხედე, დემიენს კი ჩემთვის არც შემოუხედავს ისე მითხრა:
– ჩემთან, სახლში.
ორი სიტყვაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ავნერვიულებულიყავი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, რომ დღეს უცნაური და საინტერესო დღე იქნებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდებოდა ის.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => 1441126c
)