Array
(
[text] =>
სამზარეულოში შემოვედი და წყალი დავლიე, თან ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან და ყველანაირი უსიამოვნო შეგრძნება, რასაც ნასვამი მდგომარეობიდან გამოსვლას თან მოჰყვება, გამქრალიყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაღლილი ვიყავი, მოქმედების უნარი სხვა რამის გამო მქონდა წართმეული. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ მთელი სხეული დადებითი ემოციებითა და გრძნობებით იყო დამუხტული. სამზარეულოდან გამოვედი, ფრთხილად დედას ოთახის კარი შევაღე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ტკბილად ეძინა.. იმ ამბის მერე ვცდილობდი დედასთვის ყურადღება უფრო მეტად მიმექცია. არ მინდოდა მისი გაღვიძება, მაგრამ როგორც ჩანს კარების გაღების ხმამ სოფი გამოაფხიზლა:
– ქერ, ცოტახნისწინ დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ უცბად ჩამეძინა.. ძალიან დავიღალე სამსახურში. – კარების მხარეს გადმოტრიალდა და მე საწოლზე, ფეხებთან ჩამოვუჯექი.
– არაუშავს, დილამდე იქ ყოფნას მაინც არ ვაპირებდი. სამსახურში კიდე არმინდა ესე ძალიან რომ დაიღალო. ხომ იცი, რომ ჯანმრთელობაა ყველაზე მთავარი.- ხელი დავადე და ნაზად მოვეფერე.
დედას გაეღიმა და მითხრა :
– ვიცი და ვეცდები იმ კვირას რამენაირად შვებულება ავიღო, დასვენება ნამდვილად მჭირდება.
– ხოდა ძალიან კარგი თუ ეგრე იზამ.
– აბა როგორი დრო გაატარეთ?
– რავიცი ძალიან კარგი იყო.. – მზერა კედელზე გადავიტანე და ღიმილს ძლივს ვიკავებდი.
– ქეროლაინ სვონ, მემგონი ის ბიჭი მოგეწონა. – ეს სიტყვები მითხრა და უცბად დავიბენი, თვალები გამიფართოვდა და სიცილით ვუთხარი :
– ვინ ბიჭი?
– ვინც დღეს მოგაკითხა, ჩარლი, შენი ახალი მეგობარი. – დედას სიტყვებზე გამეცინა, ჩარლი მართლაც ძალიან კარგი ბიჭი იყო და დემიენი რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში შეიძლება მართლაც მომწონებოდა.. დღეს საღამოსაც ჩემი მოულოდნელი ქმედება და კოცნა, რომელიც ჩარლის ეკუთვნოდა, ბოლომდე შემთხვევითი არ იყო.
ვაღიარებ იყო ჩარლიში რაღაც, რაც ძალიან მხიბლავდა, მაგრამ დემიენის გამოჩენა იმ რაღაცასაც უკვალოდ შლიდა.
– არა დედა , ჩარლი არ მომწონს.
– აბა რა მიზეზი არ გაშორებს ღიმილს შენი ლამაზი სახიდან? – სოფი ცდილობდა როგორმე გამოვეტეხე და რაიმე წამომცდენოდა, მაგრამ მოკლედ მოვუჭერი:
– არანაირი მიზეზი დედა, უბრალოდ კარგი საღამო გავატარეთ და მივხვდი, რომ გართობა მომენატრა. – თბილად გავუღიმე.
– ხოდა ძალიან კარგი, რა თქმა უნდა, რომ უნდა გაერთო. შენ ასაკში მარტო სწავლა მოსაწყენი და დამღლელია.
– ეგ ყოველთვის დამღლელია,კარგი დე წავედი დავიძინებ..
– მე დილას ადრე მივდივარ და მაშინ არ გაგაღვიძებ, ჯობია გამოიძინო.
– ხვალაც? – გაკვირვებული სახით შევხედე.
– სამწუხაროდ ხვალაც, შვებულებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მომცემენ.
– იცოდე ზედმეტად თავი არ გადაიღალო. – მივუახლოვდი შუბლზე ვაკოცე და ტკბილი სიზმრები ვუსურვე.
შემდეგ ჩემს ოთახში გადავინაცვლე, ღამის პერანგი ჩავიცვი, საპირფარეშოში შევედი მოვწესრიგდი, კბილები გამოვიხეხე და დასაძინებლად გავემზადე.
როცა დავწექი ტელეფონს დავხედე, 3 საათი გამხდარიყო.. ნახევარი საათის წინ დავემშვიდობე დემიენს და უკვე მომენატრა. მეგონა ამის მერე აღარ გამოჩნდებოდა და გადაავიწყდებოდა ჩემი არსებობა. მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი ჯიუტად მარწმუნებდა იმაში, რომ დემიენი აქედან დაწყებული დიდი ხნით აღარ გაქრებოდა ჩემი ცხოვრებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად, ძილი ჩემთან მაინც არ მოდიოდა.. ყველანაირ პოზაში ვცადე დაძინება, მაგრამ ამაოდ. ისევ ტელეფონში ჩავძვერი, მესიჯები შევამოწმე და ვნახე, რომ რაილის ჯერ კიდევ არ უპასუხია ჩემი მესიჯისთვის. მერე ჩარლის სახელს დავხედე და ცოტა ნამუსმა შემაწუხა. ვიცოდი არასწორად მოვიქეცი, როცა მარტო დავტოვე და რაც მთავარია, როცა ვაკოცე. ეს არასწორ სიგნალებს მიიტანდა ჩარლისთან და ჩემ თავთან დავდე პირობა, რომ ხვალვე დაველაპარაკებოდი მას ამის შესახებ.
ტელეფონი მალევე გვერდზე გადავდე და ფანჯრის მხარეს გადავტრიალდი. წვიმა დაიწყო, მეც ცდუნებას ვერ გავუძელი ავდექი და ფანჯარა გამოვაღე. წვიმის ხმამ ძალიან დამამშვიდა, თვალები დავხუჭე და ვგრძნობდი, რომ მალე ჩამეძინებოდა.
მოულოდნელად ტელეფონმა ვიბრაცია დაიწყო, ხმის ჩართვა უილიამის წვეულების შემდეგ დამვიწყებია. ვიბრაცია პირდაპირ გულში მომხვდა, რატომღაც ავნერვიულდი და ის მომენტი გამახსენდა, როდესაც დემიენმა პირველად დარეკა ჩემს ნომერზე.
ტელეფონს დავხედე, განათებულმა ეკრანმა ავტომატურად თვალები მომაჭუტინა, კვლავ დაფარული ნომერი.. ალბათ, არ ვუპასუხებდი შუადღე რომ ყოფილიყო.. ან ვინ იცის.. იქნებ მეპასუხა კიდეც. ჩავახველე და მეორე ხაზზე მყოფ ადამიანს ვუთხარი :
– გისმენთ?
– გძინავს? – დემიენი იყო.
– კი და ისე გელაპარაკები.
– ვაღიაროთ, კარგი ხუმრობა არ გამოგივიდა. – ჩაეცინა.
– რა გინდა?
– უხეში ტონით რატომ მეკითხები?
– ეს არ არის უხეში ტონი, აბა როგორ უნდა გკითხო?
– რავიცი მაგალითად.. დემიენ, მითხარი რამ შეგაწუხა დილის 4 საათზე? – აშკარად კარგ ხასიათზე იყო და მისი ასეთი გარდასახვა მეუცნაურებოდა.
– დემიენ, მითხარი რამ შეგაწუხა დილის 4 საათზე? – მეც გავიმეორე, თან გამეღიმა და ვცდილობდი ბოლომდე სერიოზული ტონი შემენარჩუნებინა.
– რომ გითხარი საქმე მაქვსთქო.. გადამავიწყდა, უფროსწორედ მივხვდი, რომ ჯობდა ეს თემა სხვა ადგილას განგვეხილა.
– რა საქმე? – ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
– ამ წამს გითხარი სხვა ადგილას ჯობდა განგვეხილათქო და როგორ ფიქრობ შეკითხვაზე გიპასუხებ? – სერიოზული ტონით მითხრა.
– არა.
– მოკლედ ხვალ 5 საათზე გამოგივლი, სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ და დავილაპარაკოთ.- მუცელი შემეკუმშა და ბედნიერებისგან გულის ცემა კვლავ გამიხშირდა.
– დაფარული ნომრით რატომ მირეკავ?
– არვიცი მაგაზე არ მიფიქრია.
– შეგიძლია უბრალოდ შენი ნომერი მითხრა, უცხო ნომრებს არ ვპასუხობ.
– ქეროლაინ, უცხო ნომერს უკვე უპასუხე, თან მეორედ. – მისი პირიდან ჩემი სახელის მოსმენა კვლავ ძალიან მესიამოვნა. თან გამეცინა ჩემ თავზე, რაც ვუთხარი მართლაც სრული აბსურდი იყო.
– ხო ვიცი, იმიტომ რომ..- მინდოდა რაიმე კარგი მიზეზი მომეფიქრებინა, მაგრამ სანამ რაიმეს ვეტყოდი დამასწრო:
– იმიტომ, რომ იფიქრე იქნებ ისევ დემიენი იყოსო. – ხავერდოვანი ხმით მითხრა ეს სიტყვები, თვალები დავხუჭე და ვცდილობდი წარმომედგინა ამ წინადადებას როგორი სახით იტყოდა.
– შეიძლება. – ბოლომდე არ ვუარყავი მისი ეს მოსაზრება.
– ხვალ შეგეხმიანები, სახლთან მოგაკითხავ.
– თუ გეგმები შემეცვლება, როგორ გაგაგებინო? – რა თქმა უნდა, რომ არაფერი შეცვლიდა ამ გეგმას, მაგრამ მაინც ვუთხარი.
– არ შეგეცვლება.
– დავუშვათ, შემეცვალა, ესეიგი მე ვერანაირად ვერ დაგიკავშირდები? – ვერ ვხვდებოდი ნორმალური ადამიანივით თავის ნომერს რატომ არ მაძლევდა.
– ქეროლაინ, შენთან შედარებით დამიჯერე დღეში ასჯერ უფრო მეტი საქმე და პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი, ამიტომ თუ გეგმა შეიცვლება, დიდი ალბათობით, ამის მიზეზი მე ვიქნები. – ცოტა მეწყინა…
– ნუ გეშინია მეც ვარ დაკავებული სხვადასხვა საქმით და ხვალაც მაქვს ერთი რაღაც მოსაგვარებელი.
– არაუშავს იქამდე მოასწრებ მოგვარებას. – თან გაეცინა, ალბათ ჩემი მოსაგვარებელი „საქმე” ისეთივე უაზრო და ბავშვური ეჩვენებოდა, როგორც საყიდლებზე წასვლა. სინამდვილეში კი ჩარლისთან დალაპარაკება არ იქნებოდა მარტივი ამოცანა.
– ხო იმედია. – სპეციალურად ვუთხარი.
– ქეროლაინ, გახსოვდეს, რომ ეგ სიტყვა ჩემთან საუბრის დროს მხოლოდ კის ნიშნავს.- ეხლა რომ ვხედავდე, ამ სიტყვების წარმოთქმისას აუცილებლად მომხიბვლელად გამიღიმებდა.
– კარგი, მაშინ შემეხმიანე სანამ ჩემს სახლს მოუახლოვდები. – მინდოდა კიდევ საუბრის გაგრძელება, მაგრამ სასაუბრო თემას ეხლა ნამდვილად ვერ მოვიგონებდი.
– როგორ სიზმრებს ნახულობ ხოლმე? – მოულოდნელად მკითხა და ვერ მივხვდი რა შუაში იყო ეს თემა ჩვენს საუბართან.
– რავიცი, ყველანაირს – ჩამეცინა, ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა.
– მაინც?
– არვიცი, ალბათ, გააჩნია იმ დღეს რა მოხდება.
– ანუ დღეს მე დაგესიზმრები? – ისევ მუცელი შემეკუმშა, უკვე მაწუხებდა ის ფაქტი, რომ თითოეული მისი სიტყვა ჩემზე ესე მოქმედებდა.
– არვიცი, შეიძლება. – საწოლში გვერდი ვიცვალე.
– როცა ნასვამი ვარ, სხვებისგან განსხვავებით, ეგრევე არ ვითიშები და კარგ სიზმრებს ვნახულობ. თითქოს, ფანტაზიის უნარი უფრო ცოცხლდება. – ჩაახველა.
– არვიცი არ დავკვირვებულვარ.
– ხოდა დააკვირდი და ხვალ აუცილებლად მომიყევი რა დაგესიზმრება.
– კარგი. – ერთი სიტყვის მეტი ვერაფერი ვუთხარი.
– ძილინებისა ქეროლაინ.
– ძილინებისა.
– სახელი? – ისევ ვერ მივხვდი.
– რა?
– სახელი დაგავიწყდა.
– რისი სახელი?
– ჩემი.
– ძილინებისა დემიენ. – ვუთხარი და ტელეფონი გათიშა.
როგორი უცნაური ადამიანიც იყო, დიალოგებიც ესეთივე უცნაური მქონდა ამ ადამიანთან. სწორედ ეს მომწონდა მასში, საუბრის დროსაც კი მოულოდნელი იყო.. ვერ მიხვდებოდი წინასწარ რას გეტყოდა, ვიცოდი მასაც ჩემსავით მოსწონდა გამოცანებით თამაში. მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი მასაც სიამოვნებდა ჩემთან საუბარი და ჩემსავით საერთოდ არ ჰქონდა დიალოგის მალე დამთავრების სურვილი.
ვგრძნობდი ხვალინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და მიუხედავად ამხელა აღტაცებისა, ვიცოდი ბოლომდე მას მაინც არ უნდა მივნდობოდი. ჯერ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი დემიენ ლუკასის შესახებ, რაც ვაღიარებ, კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ამ ადამიანთან ურთიერთობას. დემიენი ჩემთვის საინტერესო წიგნივით იყო. წიგნივით, რომლის წაკითხვაც მოდუნების და მის გარდა სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ მოგცემდა. ეს წიგნი მე ძალიან კარგად უნდა წამეკითხა და ვიცოდი,რომ იმედგაცრუებულს იგი არცერთ შემთხვევაში არ დამტოვებდა.
თუ გაინტერესებთ შემდეგი თავი Vote & Comment <3 🙂
[text_hash] => d268725c
)