დაკავშირებული – თავი 1. სრულწლოვანება – novelfull.online
// qc

დაკავშირებული - თავი 1. სრულწლოვანება

Array
(
[text] =>

დღეს 28 თებერვალია, ზამთრის ბოლო და ჩემი დაბადების დღე. სამწუხაროა, რომ რეალურად ჩემს დაბადების დღეს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ აღვნიშნავ, რადგან სინამდვილეში 29 თებერვალს მოვევლინე ამ უკიდეგანო სამყაროს. ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მეც სხვა რა გზა მაქვს, 28 თებერვლის დილიდან ვიღებ 29 თებერვლის მილოცვებს. პირველი, ვინც ჩემს მე-18 დაბადების დღეს მილოცავს, რა თქმა უნდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი რაილია.

-ქეროლაინ სვონ, გილოცავ სრულწლოვანებას! აბა როგორ განწყობაზე ხარ?

-განწყობა მშვენიერი მაქვს, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, რომ 9 საათზე, შაბათ დილას, ჩემი საუკეთესო მეგობარი მაღვიძებს… – ღრმად ამოვისუნთქე და ძლივს გავახილე თვალები.

-9-ზე იმიტომ გაღვიძებ, რომ უფრო მეტი დრო გქონდეს იმის მოსაფიქრებლად, თუ რას აპირებ დღეს.

-არაფერს არ ვაპირებ. – ისევ დავხუჭე თვალები და თავი ბალიშში ჩავრგე.

-ქეროლაინ! უარი არ მიიღება! 18-ის გახდი, ბოლოსდაბოლოს, სრულწლოვანებას ესე მძაფრად მეტჯერ ვეღარ შეიგრძნობ! – ეს თქვა და ზუსტად წარმოვიდგინე, როგორი სახეც მიიღო. მიყვარს ჩემი დაქალი.

-კარგი ხო, მოვიფიქრებ, ალბათ, რამეს… ოღონდ ჯერ გამოვფხიზლდები.

-მიდი ადექი, ნუ ხარ მძინარა, ძილი მერეც გეყოფა, როცა დაბერდები.

რაილის მილოცვას კიდევ რამდენიმე ახლო მეგობრის, უბრალოდ მეგობრისა და რამდენიმე ნაცნობის მილოცვა მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობარი არ მყავს, დაბადების დღის მილოცვები არ შემოიფარგლება მცირე რაოდენობით…ალბათ, ყველას ადვილად ახსენდება ჩემი დაბადების დღე, რისი მიზეზიც მათი უაზრო სიხარულია, როცა კალენდარზე აღმოაჩენენენ, რომ უმეტესობისთვის ეს საძულველი ზამთარი, ამჯერად, 28 დღეში მთავრდება. არადა, რატომღაც, მე მიყვარს ზამთარი. ჩემი დაბადების დღის გამო არა, უბრალოდ ამ დროს, თითქოს, დამშვიდებულია ირგვლივ ყველაფერი, მე კი სიმშვიდე და სითეთრე ძალიან მიყვარს…ვიცი, ცოტა უცნაური ვარ.

მიუხედავად იმისა, რომ საწოლი უკან მექაჩებოდა და საერთოდ არ მქონდა ადგომის სურვილი, მაინც თავს დავაძალე და ზუსტად 09:36-ზე ავდექი.

ოთახიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი მადისაღმძვრელი სუნი, რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა, მივხვდი, დედაჩემი ტრადიციას არ არღვევდა და დაბადების დღის პიცას მიცხობდა. თვალები დავხუჭე ბედნიერებისგან, როცა ერთმანეთში არეული, გემრიელი ლორისა და ყველის სუნი კარგად შევიგრძენი.

-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ ჩემი შვილი 18 წლის ხდება – დედაჩემი ბედნიერი ღიმილით და გაბრწყინებული სახით შემეგება, მაგრად ჩამიკრა გულში და ღრმად ამოისუნთქა. ეს ალბათ ის მომენტი იყო, როცა მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი არც ისეთი პატარა იყო, როგორიც მას აქამდე ეგონა.

დედაჩემი ძალიან მიყვარს. ხო, ალბათ ყველა შვილს უყვარს თავისი დედა, მაგრამ მე რაღაც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ ამ ადამიანის მიმართ. იმდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ხანდახან მავიწყდება, რომ დედაჩემი ჩემზე 27 წლით უფროსია.

დედაჩემი არ არის მხოლოდ მოსიყვარულე და კეთილი ადამიანი, მასში იმდენი სხვადასხვანაირი თვისება ირევა, ძნელია ერთი შეხედვით თქვა როგორია. ყოველთვის თბილი და მეგობრულია, ადამიანი, რომელიც დადებით ემოციას ასხივებს მაშინაც კი, როდესაც ცუდ ხასიათზეა. მაგრამ ხანდახან, როდესაც მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და დედაჩემს ჩუმად ვაკვირდები, მასში იმდენად მარტოსულ ადამიანს ამოვიცნობ ხოლმე, რომ გული მწყდება… გული მწყდება იმაზე, რომ მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი მამაჩემია. ამ ადამიანს მამაჩემს არც ვუწოდებდი, რადგან რეალურად მამა არც არასდროს მყოლია. უბრალოდ, მისი სახელის ხსენება კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებს და ისევ მამად მოვიხსენიო ჯობია. მამამ და დედამ საერთო მეგობრებისგან გაიცნეს ერთმანეთი… მაშინ დედაჩემი 21 წლის იყო და როგორც თვითონ მიყვება ხოლმე, ასეთი სიმპატიური ადამიანის დანახვამ მაშინვე მოაჯადოვა იგი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ერთ თვიანი ურთიერთობის შემდეგ დედაჩემი გათხოვდა. რა თქმა უნდა, მას მთელი ოჯახი წინ აღუდგა. არ უნდოდათ მათი საუკეთესო ქალიშვილი ასე უცბად რომ გათხოვილიყო, რადგან მათი აზრით, მამაჩემის გარეშე მას ბევრად უკეთესი და ნათელი მომავალი ელოდა. რაღაც მხრივ ისინი მართლებიც აღმოჩდნენ, 7 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც მე მოვევლინე ამ ქვეყანას, ყველაფერი აირია; მამაჩემმა სმა დაიწყო, ამ გაუთავებელ სმას ღალატი და უმუშევრობა მოჰყვა. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ყველანაირ ურთიერთობას ანგრევს და ანადგურებს. მიზეზი დედაჩემისთვისაც უცნობია. რამდენჯერმე ხუმრობით მითქვამს, ალბათ, ჩემი დაბადება ეწყინა ესე ძალიანთქო, რაზეც დედა სულ მეჩხუბება, არ უნდა რომ ჩემ თავს დავაბრალო ყველაფერი; რელურად კი მათი ცხოვრება სწორედ მაშინ აირია, როცა მე გავჩნდი – 7 წლის მერე.. დედასთვის ისიც არ მიკითხავს რატომ მაინცდამაინც 7 წელი, რატომ ელოდებოდნენ ამდენი ხანი ოჯახის გამრავლებას და შვილების გაჩენას, არადა გულის სიღრმეში სულ მაინტერესებდა რა იყო ამის მიზეზი-იქნებ კარიერის გამო არ ჩქარობდნენ, ან იქნებ შვილი საერთოდ არც უნდოდათ და ჩემი დაბადება სრულიად შემთვევითი იყო.. მოკლედ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ მამაჩემთან დაშორების შემდეგ დედაჩემს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია. მიუხედავად ჩვენი ახლო ურთიერთობისა, დედაჩემს არ უყვარს დიდად პირად ცხოვრებაზე საუბარი, რისი მიზეზიც ალბათ ცუდი წარსულია, რომელიც მამაჩემს უკავშირდება.. როგორც ვიცი, ერთი ადამიანი შიგადაშიგ გამოჩნდებოდა ხოლმე მის ცხოვრებაში. მაშინ მე ალბათ 5  ან 4 წლის ვიქნებოდი. ისიც მახსოვს, რომ ამ ადამიანს ხშირად სახლში ვხედავდი, მამასთანაც კი ვაიგივებდი… 7  წლის როცა გავხდი, მახსოვს, დედას ხშირად ვხედავდი მოწყენილს, მას შემდეგ იგი სახლიდანაც იშვიათად გადიოდა და ცდილობდა მთელი ყურადღება ჩემსკენ მოემართა.. მოკლედ, როგორც ჩანს, ამ ადამიანთანაც არაფერი გამოუვიდა დედაჩემს და 34 წლის ასაკიდან მოყოლებული, მარტოსულ, სიყვარულის გარეშე დარჩენილ, მზრუნველ დედად იქცა.

მალე უარყოფითი ფიქრები თავიდან ამოვიგდე და ჩემი გემრიელი პიცის ჭამას შევუდექი.

-აბა მითხარი გემრიელია? – დედამ ცალი წარბი ამიწია და კმაყოფილი სახით შემომხედა, რადგან ზუსტად იცის ჩემი პასუხი მის ამ კითხვაზე.

-შენი მორიგი შედევრია, ზუსტად ისეთი, როგორსაც მხოლოდ სოფის ჯადოსნური ხელები აცხობენ. – დედას ავხედე და მივხვდი, როგორ ესიემოვნა ჩემი შექება.

-კარგი, შენ გემრიელად მიირთვი, მე წავალ მეჩქარება, აბა შენ იცი და გამაგებინე, რასაც გადაწყვეტ.

-კარგი დე, მიყვარხარ.

სახლიდან გასვლამდე შუბლზე მაკოცა დედამ, კიდევ ერთხელ მომილოცა და სასიამოვნო დღის გატარება მისურვა.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათია, ეს დღე იშვიათად წარმოადგენს დედაჩემისთვის დასვენების დღეს.. მამაჩემის ამბის მერე ძალიან გაგვიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ორნი ვართ, ცხოვრება ნაითვილში მაინც საკმაოდ ძვირი გვიჯდება მე და დედას, ამიტომ დედა იძულებულია დღე და ღამე გაუთავებლად იშრომოს, უფრო სწორად, ორ სამსახურში იმუშავოს: ნახევარი დღე როგორც ექიმმა, ნახევარი დღე კი როგორც ძიძამ, რომ როგორღაც შეაგროვოს საკმარისი ფული ჩემი უნივერსიტეტისთვის და სხვა ცხოვრებისეული ხარჯებისათვის. ამ ყველაფრის გამო, დედას კიდევ 100-მაგად ვაფასებ და მინდა, ცხოვრებაში, თუნდაც მხოლოდ იმიტომ მივაღწიო დიდ წარმატებას, რომ როგორმე შევძლო მისი შრომისა და წვალების დაფასება და სამაგიეროს გადახდა.

აი, ჩემი დაბადების დღეც. მიუხედავად იმისა, რომ დილა გემრიელი პიცით დაიწყო, მე მაინც ისევ მარტო დავრჩი; სახლში უაზროდ ბოდიალმაც დამღალა; ისეთი კინოც ვერ ვნახე, რომ ყურადღება როგორმე სხვა რამეზე გადამეტანა..დრო კი იმდენად უაზროდ გავიდა, როცა საათს დავხედე 11:59 იყო. ვიცი, რაილი მთელი გულით ელოდება, როდის დავურეკავ და შევატყობინებ, რომ გრანდიოზულ დაბადების დღეს ვიხდი, სადაც უამრავი თინეიჯერი და სიმპატიური ბიჭი იქნება…რეალურად, მართლაც დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი გრანდიოზულ დაბადების დღეს, ბევრ საჩუქარსაც მივიღებდი და დავივიწყებდი დროებით ყოველდღიურ პრობლემებს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ 10 კაციანი დაბადების დღე მაინც გადავიხადო.. შესაბამისად, ამ დღის გატარებაც მარტოობაში მომიწევს. ესეც შენი ბედნიერი მე-18 წელიწადი ქეროლაინ-ირონიულად ჩაილაპარაკა ჩემმა ქვეცნობიერმა.

ბევრი ფიქრისა და ტელეფონში უაზრო ძრომიალის შემდეგ, მივხვდი, რომ ესე ყოფნა აღარ შეიძლებოდა. სასწრაფოდ უნდა მეშოვნა რაიმე სამსახური, სანამ ჩემი პროფესიით დავიწყებდი მუშაობას. ამჟამად, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და ძალიან მომწონს ჩემი ფაკულტეტი და ის შესაძლებლობები, რასაც ეს პროფესია მთავაზობს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველა დიადი საქმე პატარა საქმით უნდა დაიწყო. მეც გადავწყვიტე სანამ პროფესიულ ფურორს მოვახდენ, როგორმე უბრალო საქმით დავკავდე; თუნდაც ძიძად ან რესტორნის მიმტანად მაინც რომ დავიწყო მუშაობა, ესეც შვება იქნება ჩვენი ოჯახისთვის..

ჩემს ოთახში გადავინაცვლე და გამზადება დავიწყე. უბრალო შავი შარვალი და თეთრი პერანგი მოვიზომე, გარედან შავი ჟილეტი მოვიცვი და ფეხზე ქუსლიანი შუზები ჩავიცვი. უჯრიდან ჩემი თილისმა, ფირუზისფერი ყელსაბამი ამოვიღე, რომელიც ყოველთვის მიკეთია, რადგან ძალიან უხდება ჩემს ლურჯ თვალებს. მუქი და გრძელი შავი თმები კარგად დავივარცხნე და როდესაც სარკეში საბოლოოდ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ჩემი თავი მომწონდა. იმ მინიმუმის მიუხედავად რაც გამაჩნდა, მაინც კმაყოფილი ვიყავი, თუნდაც იმ რამდენიმე წყვილი ტანსაცმლით, რომელსაც გულმოდგინედ ვუფრთხილდებოდი და ვუვლიდი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ზოგს ესეც არ გააჩნდა და ვიცოდი ამ მინიმუმის არსებობაც უნდა დამეფასებინა. ბოლოს ჩანთა ავიღე, ჩემი საყვარელი და ერთადერთი სუნამო შევისხი და კარებისკენ გავემართე. ჩემი თანმდევი უიღბლობისა და ერთი შეხედვით ასეთი გაჭირვებული და რთული ცხოვრებისა, მაინც ბედნიერებისა და იმედის გრძნობა დამეუფლა. არვიცი რატომ, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში, იმის გრძნობა გამიჩნდა, რომ  გამიმართლებდა. აუცილებლად უნდა მეშოვნა რაიმე სახის სამსახური; ახალი ფურცლითა და ახალი შემართებით უნდა დამეწყო ჩემი ცხოვრების მე-18 წელიწადი… ვინ იცის, იქნებ სულ მალე, ბევრი თავგადასავლითა და მოულოდნელობებით აღსავსე ,უფრო ზრდასრული ცხოვრება იწყებოდა ჩემთვის.

[text_hash] => 5aad4e18
)

//qc
//QC2